რუსეთის შავი ზღვის ფლოტი კიდევ ერთი გემის გარეშე დარჩა. უკრაინელებმა ამჯერად ოკუპანტების სადესანტო ხომალდი "ნოვო-ჩერკასკი" გაანადგურეს, რომელმაც კრეისერ "მოსკვას" ადგილი მას შემდეგ დაიკავა, რაც ის უკრაინელებმა ჩაძირეს. შოიგუს უწყება ირწმუნება, რომ ნოვო-ჩერკასკი მხოლოდ დაზიანებულია. გემის ფრაგმენტები ფეოდოსიაში კილომეტრის რადიუსში იპოვეს.
"ნოვოჩერკასკი" განადგურებულია
26 დეკ 202320:34
3 წუთის საკითხავი